ბრიტანელი დიზაინერების თანამშრომლობა ძაღლებთან და ვიდეო 1958 წლის დეფილედან (VIDEO)

ბრიტანელი დიზაინერების თანამშრომლობა ძაღლებთან და ვიდეო 1958 წლის დეფილედან (VIDEO)

ორგანიზაცია Battersea Dogs & Cats Home -ს საქველმოქმედო პროექტში  ბრიტანელი დიზაინერები,  ჩაერთვნენ. პროექტის  ფარგლებშიც სტელა მაკარტნი, ფილიპ ტრეისი და მოდის სახლი Mulberry ძაღლის სამოსზე მუშაობენ. პროექტის  სარეკლამო კამპანიისთვის  დიზაინერებმა უკვე შექმნეს, რამდენიმე მოდელი. საბოლოო შედეგს საზოგადოება სპეციალურ შოუზე იხილავს, მისი წამყვანი იქნება დევიდ განდი. შოუსთან ერთად გაიმართება საქველმოქმედო აუქციონიც, რომელზეც სხვა ლოტებთან ერთად დიზაინერების მიერ შექმნილი ძაღლის სამოსები გაიყიდება. საღამოზე შემოსული თანხა ცხოველთა დაცვის საზოგადოებასთან არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

მიმდინარე აქციით დაინტერესდნენ და  საკუთარი სურვილით შემოუერთდნენ მას დიზაინერები მეთიუ უილიამსონი, ვივიენ ვესტვუდი, გენრი ჰოლანდი, სტივენ ჯონსი და სხვები.

შეგახსენებთ,  კომპანიამ Mulberry გრანდიოზული შოუ ძაღლებთან ერთად გაზაფხულზეც გამართა. კომპანიის 2013 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მოდელებმა, ძაღლებთან ერთად წარმოადგინეს. შოუზე ძაღლები  მოდელების სამოსის შესაბამის დეტალს ატარებდნენ. 

მსგავსი შოუები მოდის სამყაროში პერიოდულად ყოველთვის ჩნდებოდა. პოდიუმზე ძაღლები ერთ-ერთმა  პირველმა  Jane Grievson-მა გამოიყვანა. ეს იყო 1958 წელს.  მოდელ ძაღლებს სპეციალურად მათთვის შეკერილი  ქურთუკები ეცვათ. გთავაზობთ ვიდეოს, ამ ჩვენებიდან.