ნოდარ ხადური: ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათიან ტარიფებს მიიღებს

ნოდარ ხადური: ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათიან ტარიფებს მიიღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე წლის ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათიან  ტარიფებს მიიღებს.

„საკმაოდ სერიოზული მუშაობა გველის, ძალიან ბევრი ცვლილებაა ჩასატარებელი, მათ შორის როგორც სტრუქტურული, ისე საკანონმდებლო ცვილებები. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება ბიუჯეტს და საგადასახადო სფეროს. რაც შეეხება ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის ტარიფებს, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, შესაბამის სამსახურებთან ერთად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე წლის ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათიან ტარიფებს მიიღებს", - განაცხადა ხადურმა.