პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას მიესალმება და მას დადაებითად აფასებს.
ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილი საკუთარი facebook-ის გვერდზე წერს.
„მომწონს ახალი მთავრობა... მომწონს ძალიან განათლების მინისტრი და მოადგილე, იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, და ეს არის ის დარგები რომლებიც დღეს საქართველოს ბედს გადაწყვეტენ... სხვებიც ჩემთვის პირადად ყველა მისაღებია და ამაზე მეტი რა გვინდა ... ხომ უნდა კიდევ რამე გვქონდეს საოცნებოდ!“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.