მზია თოთლაძის განცხადებით,  „იმედში“ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება

მზია თოთლაძის განცხადებით, „იმედში“ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება

ბადრი პატარკაციშვილის დის მზია თოთლაძის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედში" აუცილებლად შეიცვლება საკადრო პოლიტიკა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ეს განცხადება მზია თორთლაძემ ტელეკომპანიაში „იმედში“ შესვლისას გაააკეთა. ის იქ ინა გუდავაძესთან და ოჯახის სხვა წევრებთა ერთად მივიდა.

„იმედი" იქნება ისეთივე, როგორიც იყო ადრე. ყველაფერი შეიცვლება და უფრო დეტალურად გამოსვლის შემდეგ მოგცემთ კომენტარებს.

საკადრო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება და ყველაფერი დაუბრუნდება თავის ადგილს, როგორიც იყო "იმედი" თავის დროზე“ - განაცხადა თოთლაძემ და აღნიშნა, რომ  „იმედის" დაბრუნება  შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა

.შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ თანამდებობა დატოვა. ტელეკომპანიამ კი  პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახსა და „იმედის“ უკვე ყოფილ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა და ტელეკომპანია ოჯახს დაუბრუნდა.