სირიელი აჯანყებულებები ერთიანდებიან

სირიელი აჯანყებულებები ერთიანდებიან

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 12 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გარდატეხა ხდება.

Reuter-ის ინფორმაციით, აჯანყებულთა რაზმებმა, რომლებიც მთელი სირიის ტერიტორიაზე ერთიმეორისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძოდნენ, გაერთიანება გადაწყვიტეს.

სააგენტოს განცხადებით, ეს აჯანყებულთა მთავარი მოკავშირეების თურქეთისა და საუდიის არაბეთის დამსახურებაა. „აჯანყებულთა გაერთიანებული რაზმები უკვე საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ“,-წერს სააგენტო.