„თელასის“ ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქციას მართვენ

„თელასის“ ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქციას მართვენ

სააქციო საზოგადოება "თელასის" ოფისთან კომპანიის ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამსახურებში დაბრუნებას ითხოვენ.

„თელასის" ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის, ვახტანგ გოცირიძის განცხადებით, ასობით პროფესიონალი თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც კომერციული დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი დაინიშნა.

მისივე ინფორმაციით, მათ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე მუქარით დააწერინეს.

„სულ 300-მდე ადამიანია გათავისუფლებული უმიზეზოდ. ჩვენი გათავისუფლება დაიწყო 20 ივნისიდან, ანუ მას შემდეგ რაც არსოშვილი დაინიშნა. დღეს შევიტანეთ განცხადება, რომლითაც ვითხოვთ სამსახურში აღდგენას", - განახცადა ვახტანგ გოცირიძემ.

„თელასთან" დაახლოებით, 50-მდე ადამიანია შეკრებილი. მათ „თელასის" კანცელარიაში  სამსახურებში დაბრუნების თაობაზე შესაბამისი განცხადებაც დატოვეს.