პოლიტიკურ გაერთიანებებს ფინანსური აუდიტის მიზნით, სერტიფიცირებული აუდიტორებისთვის მიმართვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა 2013 წლის 1-ელ ივნისამდე გადაეწიათ.
აღნიშნული ცვლილება გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ~ ბრძანებაში ასახა.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, პარტიებს სერტიფიცირებული აუდიტორებისთვის მიმართვის შესაძლებლობა 1-ელ ნოემბრიდან ეძლეოდათ. გენერალური აუდიტორის ბრძანების გათვალისწინებით კი, ისინი ამ უფლებით 2013 წლის 1-ელი ივნისიდან ისარგებლებენ.
კანონით პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს.