ბარაკ ობამას და მით რომნის დებატები ცხარედ წარიმართა

ბარაკ ობამას და მით რომნის დებატები ცხარედ წარიმართა

ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკლეთა კანდიდატ მით რომნის შორის მეორე სატელევიზიო დებატები ნიუ-იორკის შტატის ჰოფსტრას უნივერსიტეტში გაიმართა.

პირველი წუთებიდან დებატები ცხარე კამათში გადაიზარდა.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე კამათისას, მხარეებმა ერთმანეთი რამდენჯერმე დაადანაშაულეს უსამართლობასა და არაგულწრფელობაში.

ბარაკ ობამას განცხადებით, რომნი იცავს ნავთობის კომპანიის ინტერესებს და არა უბრალო ამერიკელებისას.

ამერიკელების მოლოდინი გამართლდა. მეორე სატელევიზიო ტელედებატების დროს ბარაკ ობამა ბევრად უფრო აქტიურად და ენერგიულად გამოიყურებოდა, ვიდრე პირველი დებატების დროს. ამერიკელთა დიდმა ნაწილმა მის გამოსვლას პასიურიც უწოდა.

რამდენად შეცვლის ეს ტელედებატები ამერიკელთა არჩევანს, ჯერჯერობით გაურკვეველია, არჩევნებამდე კი მხოლოდ 21 დღე რჩება.