ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ალიანსის ბაზას ისევ თავს დაესხნენ. სატვირთო ავტომანქანის აფეთქება ავღანეთის არმიისა და ალიანსის ერთობლივ ბაზაზე მოხდა.
აფეთქებაზე პასუხსიმგებლობას თალიბების დაჯგუფება იღებს.
დაჭრილია რამდენიმე ავღანელი ჯარისკაცი, სავარაუდოდ მსხვერპლი არ არის.
სამხედრო ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ კიდევ ერთი შეტაკება ალიანსსა და თალიბების დაჯგუფებას შორის ჰილმენდის პროვინციაში მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.