ბახმაროს მთავრობა ეპატრონება

ბახმაროს მთავრობა ეპატრონება


[ნატო გოგელია]

პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით, 26 სექტმებერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს  ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ეწვევა. მინისტრების სტუმრობის მიზეზი ბამხაროს განვითარებაა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

„პირველ რიგში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე ტიპის სასტუმროები, გაკეთდება საბაგირო და სათხილამურო ტრასები. ბამხარო არ ჩამოუვარდება ანაკლიას, სიღნაღს, მესტიას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი მთელ საქართველოში“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ბახმაროს განაშენიანების გეგმის თანახმად, რომელიც მერაბ ჩხენკელმა შეადგინა კურორტზე, მხოლოდ ფეშენებლური სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა.

გურულები შიშობენ, რომ მათი ადგილი იქ არ იქნება. ამის ფიქრის საფუძველს, კი სააკაშვილის N525 ბრძანებულების შეჩერება გახლავთ, რომლის თანახმადაც საკრებულოს ლეგალიცაზიის კომისია თვითნებურად დაკავებულ მიწებს აკანონებდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა ეს ბრძანება არ სრულდება. როგორც საკრებულოს წევრები პირად საუბრებში ამბობენ, აღარც დაკანონდება და რიგითი მოქალაქეების ქონება სახელმწიფოს ხელში გადავა.

პრესაგე.ტვ ამ თემაზე ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.