პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დღევანდელ აქციაზე წესრიგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით კოალიცია განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო თბილისელებო, მოგეხსენებათ, დღეს, 29 სექტემბერს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ასრულებს. მშვიდობიანი მანიფესტაცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება, თუმცა „თავისუფლების მოედნისკენ“ მსვლელობები 4 წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, „დინამოს“ სტადიონიდან და ავლაბრის მეტროდან 14:00 საათზე დაიწყება.
მანიფესტაციის გამო, შეფერხებული იქნება მოძრაობა ცენტრალურ ქუჩებზე, რის გამოც ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს. ამასთანავე, მივმართავთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, უზრუნველყონ წესრიგი. ძვირფასო თანამემამულენო, სულ ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ერთად ავიხდინოთ „ქართული ოცნება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში“, - ნათქვამია კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.