რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, იმ წამსვე დაგვტვირთეს და გამოგვიშვეს უკან, ჭურვებით აღგვჭურვეს თავიდან, მაგრამ, ამ ჯერზე გაგვიშვეს ორი ვერტმფრენი და არა ხუთი. მეორედაც იგივე რეზულტატი მიიღეს, მეორედ აღარ ვისროლეთ საერთოდ, იმიტომ, რომ ხალხი დარბოდა სოფელში და იქნევდნენ ზეწრებს, არ გვესროლოთო, - ამის შესახებ მფრინავმა იმედა მაისურაძემ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2006 წლის ივლისში, ემზარ და ნორა კვიციანების სახლის დაბომბვის თაობაზე, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიღებულ დავალებაზე ისაუბრა.
მაისურაძის განცხადებით, პირველი გაფრენის შემდეგ, როდესაც მფრინავებმა მოსახლეობით სავსე სოფლის დაბომბვის ნაცვლად, ცარიელი ადგილი იმიტაციისთვის დაბომბეს, ისინი კვლავ გაგზავნეს სოფლის დასაბომბად, ამჯერად კი მათ ჭურვების გაშვებაზე საერთოდ უარი განაცხადეს.
„100 პროცენტით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა [კოდორის სოფლიდან] არ იყო ევაკუირებული და შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“.
ეტყობა პირდაპირ გადმოსცემდნენ და სენაკში უკან რომ დავბრუნდით, უკვე იცოდნენ, რომ ის მიზანი, რაც ჰქონდათ არ იყო შესრულებული - არც სახლები განადგურებულა და არც არავინ მომკვდარა, რაც ალბათ უნდოდათ. რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, იმ წამსვე დაგვტვირთეს და გამოგვიშვეს უკან, ჭურვებით აღგვჭურვეს თავიდან, მაგრამ, ამ ჯერზე გაგვიშვეს ორი ვერტმფრენი და არა ხუთი. მეორედაც იგივე რეზულტატი მიიღეს, მეორედ აღარ ვისროლეთ საერთოდ, იმიტომ, რომ ხალხი დარბოდა სოფელში და იქნევდნენ ზეწრებს, არ გვესროლოთო. [ჯარი და პოლიცია] იქ იყვნენ უკვე, სოფელში.
400 ჭურვიდან, ალბათ 60 ცალი ჭურვი დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, ეს კატასტროფა იქნებოდა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან,“ - განაცხადა იმედა მაისურაძემ.