სამწლიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

სამწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მარკონი და პუტინი ორ საათზე მეტხანს მსჯელობდნენ. ვისი ინიციატივით შედგა კონტაქტი? - არც ელისეის სასახლეში და არც კრემლში არ დაუზუსტებიათ.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასავლეთის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ელისეის სასახლეში კი ამბობენ, რომ საუბრის დროს მაკრონმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პუტინის შემდეგ მაკრონი ტელეფონით ზელენსკის ესაუბრა.