ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა 1 370 მეტრი სიგრძის ახალი გზა და სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაცხოვრებლების გადაადგილებას და მოძრაობის უსაფრთხოებას.
მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.