კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სოზარ სუბარმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა კოალიცია "ქართული ოცნების" კრწანისის რაიონის მობილური ჯგუფის წევრი ლევან მინაშვილი, რომელსაც კუდ-ის თანამშრომლები დაშინებისა და შანტაჟის გზით, აიძულებდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტებზე ფარული ვიდეოჩანაწერების გაკეთებას.
კოალიცია „ქართული ოცნების“ კრწანისის შტაბის წევრი ლევან მინაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებაზე“ კომპრომატების შეგროვებას ავალებდნენ.
ლევან მინაშვილის განცხადებით, მას დაავალეს "ქართული ოცნების" კრწანისის ოფისის ხელმძღვანელთან, ზაზა კაპანაძესთან ფარული ჩანაწერის გაკეთება. მას კაპანაძისთვის უნდა გამოერთვა ფული, თითქოსდა "ქართული ოცნების" აქციაზე ხალხის მისაყვანად.
მინაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერების გაკეთებას ავალებდა ვინმე შოთა, რომლის გვარი და თანამდებობა არ იცის. მათი შეფასებით, სავარაუდოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომელია, ხვდებოდა და კოალიციის მხრიდან ხალხის მოსყიდვებზე ვიდეოჩანაწერების გაკეთებას ავალებდა, მათ შორის პოლიციელების მოსყიდვებისა.
„მათთან უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის განადგურებით მემუქრებოდნენ. არ ვიცი ვინ არიან ზუსტად. სავარაუდოდ, კუდი-ს თანამშრომლები მემუქრებოდნენ. როცა ნახეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ვიყავი და დაცვის თანამშრომლებსაც ვიცნობდი, მაგის გამო დამაშინეს“ - განაცხადა მინაშვილმა.
მისივე თქმით, მას ვაჟა-ფშაველას I კვარტლის ერთ-ერთ კორპუსში ბინაც აჩვენეს, სადაც ფარული ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული. ლევან მინაშვილს იქ უნდა მიეყვანა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ახალგაზრდები, სადაც "პლანს" მოაწევინებდა, ხოლო აღნიშნულ ვიდეოკადრებს ხელისუფლება კომპრომატებად გამოიყენებდა. ჟურნალისტებს მან მაისურის ღილში დამონტაჟებული ვიდეოკამერაც წარუდგინა.
მინაშვილის განმარტებით, მას თავიდან ემუქრებოდნენ და შემდეგ უკვე დავალებებს აძლევდნენ.
„მეუბნებოდნენ, თუ კარგად მოიქცევი და ჩვენზე იმუშავებ პრემიები, ხელშეუხებლობა და სამსახური გექნებაო. დავთანხმდი, რომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ“ – აღნიშნა მინაშვილმა.
მინაშვილის თქმით, სწორედ მასზე იყო დავალებული „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიციელის მოსყიდვის იმ ფაქტის წარდგენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სატელევიზიო ეთერში.
„შეთავაზების თანახმად, კოალიციის სახელით უნდა მივსულიყავი და ის თანამშრომელი მომესყიდა. შემდეგ მასალა მათთვის გადამეცა და ციხეში ჩავმჯდარიყავი. ამის სანაცვლოდ, პრემიის სახით 10 ათასს მივიღებდი“ - განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, მას ვინმე შოთამ, რომელსაც უშუალოდ ეკონტაქტებოდა დღეს ვიდეოკამერა დაუმაგრა და კოალიციის კრწანისის შტაბის ხელმძღვანელთან ზაზა კაპანაძესთან საუბრის ჩაწერა დაავალა, რომელსაც მინაშვილი აქციაზე ფულის სანაცვლოდ ხალხის მიყვანას შესთავაზებდა.
„მათი დავალებით კაპანაძესთან უნდა მივსულიყავი და შემეთავაზებინა, რომ 29-ში დაგეგმილი მიტინგისთვის 15 ლარად ხალხს მივიყვანდი. ზაზასთან უნდა შევსულიყავი და თანხა მომეთხოვა იმ ხალხისთვის მისაცემად, რომელსაც მიტინგზე მივიყვანდი“ - განაცხადა ლევან მინაშვილმა.
მისივე თქმით, მას მსგავს დავალებებს თვენახევარია აძლევენ, მაგრამ არცერთი ჩანაწერი არ გაუკეთებია და რადგან დავალებები არ შეასრულა, შურისძიების მიზნით მისი ლიკციდაცია სურთ.
ლევან მინაშვილმა პრესკონფერენციაზე ის მოწყობილობაც წარადგინა, რომელიც აღნიშნული დავალების შესასრულებლად მას დღეს გადასცეს.
საგულისხმოა, რომ მინაშვილი იმ პატარა ბავშვის მამაა, რომელსაც „ვარდების რევოლუციის“ დროს „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე პატარა გმირი