პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართავს.
აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
აქციის მიმართულებით მსვლელობა 14:00 საათზე ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, „დინამოს“ სტადიონიდან და მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიიდან დაიწყება.
მსვლელობებს „ქართული ოცნების“ ლიდერები და რაიონების მიხედვით გადანაწილებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ.
აქციის მოსამზადებელი სამუშაოები უ გვიან ღამით დაიწყება,რომლის დროსაც სცენა და გახმოვანების აპარატურა დამონტაჟდება.