ახალგაზრდა იურისტტა სოციაციამ (საია) კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით მედიისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
საიას წარმომადგენლების განცხადებით, ნაშრომის - „კენჭისყრის დღე - რეკომენდაციები მედიისთვის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისთვის კენჭისყრის დღის შესახებ სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების მითითება და განმარტებაა.
დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება.
1-9 პუნქტები ეთმობა საკანონმდებლო რეგულაციებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო 10-11 პუნქტები მოიცავს მედიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის განმარტებას და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
ამასთანავე საია პრაქტიკული გამოცდილებიდან რეკომენდაციებს წარმოადგენს.
დოკუმენტი საიას იურისტების ირმა პავლიაშვილისა და ნათია კაპანაძის მიერაა მომზადებული.
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხების გაშუქების პროცესში სამართლებრივი დახმარება გაუწიონ.