"ახალი მემარჯვენეები" ზესტაფონის რაიონში შორაპნის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა შავგულიძემ ახალი ინიციატივა გაახმოვანა.
მისი თქმით, შორაპანს რომელიც ისტორიული დასახლებაა თავისი ძველი სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.
„შორაპანი ისტორიულად განსაკუთრებულ როლს ასრულებდა არამხოლოდ იმერეთის, არამედ საქართველოს ისტორიაში. ამაზე ის ისტორიული ძეგლებიც მეტყველებს, რომლებიც ამ დასახლებაშია. ამიტომ შორაპანს დაბის სტატუსი უნდა აღუდგეს. მან უნდა დაიბრუნოს ის როლი, რომელიც ტრადიციულად ჰქონდა და ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ–კულტურული ძეგლების აღდგენის შემდეგ საქართველოს ტურისტულ რუკაზე თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. ასევე მან უნდა დაიბრუნოს ის როლი, რომელიც ტრადიციულად ჰქონდა როგორც მეღვინეობის, ისე ქართული ტრადიციული სახეობების მჭედლობის და სხვა დარგებში", - განაცხადა კახა შავგულიძემ.