საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის ახალ სკოლას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად ესტუმრა.
მიხეილ სააკაშვილმა ახალი შენობა დაათვალიერა და სასწავლო პროცესსაც დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი უცხოელ პედაგოგს გაესაუბრა და ინფორმატიკის კაბინეტში შეკრები აბიტურიებტებსაც შეხვდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია შემუშავდეს ელექტრონული სახელმძღვანელოების სისტემა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ისარგებლებენ.
ჩიბათის ახალი სკოლა, რომლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დღესდღეობით, სკოლაში 168 მოსწავლე სწავლობს და 33 პედაგოგია, რომელთაგან სამი სერტიფიცირებულია.