შვეიცარიულმა კომპანიამ Barefoot შექმნა წინდები, რომლითაც თავისუფლად შეძლებთ ქუჩაში ფეხსაცმლების გარეშე იაროთ.
დამცავი წინდები - Swiss Protection socks - განკუთვნილია ფეხსაცმლების შესაცვლელად.ისინი ადამიანს უქმნიან ფეხშიშველი სიარულის ილუზიას.
წიდები ხელთათმნების პრინციპითაა შექმნილი, დიზაინში გათვალისწინებულია ათივე თითი. სპეციალური ძირი, წინდებს შედარებით მყარს ხდის.
Barefoot-მომხმარებელს სთავაზობს წინდების ორ ვარიანტს, დაბალყელიანი და მაღალყელიანი. მათი ღირებულება დაახლოებით 45 ევროა.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალი პროდუქტი იდეალურია იმ ადამიანებისთვის ვისაც ფეხშიშველი სიარული ხიბლავს. „დარწმუნებული ვარ, მას აქტიურად გამოიყენებენ ადამიანები ბუნებაში, ვიქენდებსა და ექსკურსიებზე. შესანიშნავი გამოსაყენებელია მათთვის, ვისაც კლდეზე ცოცვა უყვარს. არ გამოვრიცხავ, რომ Barefoot-ის ეს ინოვაციური პროდუქტი მალე მოდურიც გახდეს“-აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.