ევროფესტივალის ფანმა ალესანდრო კროგერ დეგერფილდტმა 2010 წლის საბავშვო ევროფესტივალის სცენისა და კონკურსანტების სათამაშოები შექმნა - ამის შესახებ, ევროვიზიის ოფიციალური საიტი junioreurovision.tv იუწყება.
კოლექციაში საქართველოს 2010 წლის კონკურსანტი ორიგინალური თოჯინის სახით არის წარმოდგენილი. 2010 წელს მინსკში გამართულ ევროფესტივალზე საქართველო სწარმომადგენელმა მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით „მარი–დარი“ მეოთხე ადგილი დაიმსახურა.
2012 წლის საბავშვო ევროფესტივალის დევიზია - „დაამსხვრიე ყინული“(Break the Ice). დევიზის არჩევა ჰოლანდიის ცივმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა და ის დატვირთვა აქვს,რომ 1-ელ დეკემბერს - „ზღაპრულ ზამთარში“ბავშვები მეგობრულ ატმოსფეროს შექმნიან; ევროპა კონკურსის გარშემო გაერთიანდება.
მეათე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია, საქართველო, ისრაელი, მოლდოვა, ჰოლანდია, რუსეთი შვედეთი და უკრაინა. ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი „ჰეინეკენისმიუზიკჰოლში" (HMH) ჩატარდება. ჰოლანდიამ საბავშვო ევროფესტივალს 2007 წელს როტერდამში უმასპინძლა; ხოლო კონკურსის გამარჯვებული 2009 წელს გახდა.
ქართველ მონაწილეები „The Funky Kids“ მაყურებლის წინაშე 1 დეკემბერს წარდგებიან.
ჯგუფში ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი არიან გაერთიანებულნი. საკონკურსო სიმღერაზე ბავშვებთან ერთად პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობს.
გიგა კუხიანიძე საბავშვო ევროვიზიასთან უკვე ოთხიწელია თანამშრომლობს დ აწარმატებული პროდიუსერია. ის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფების „ბზიკებისა“ და „ქენდის“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ჯგუფი „ბზიკები“ 2008 წლის, ხოლო ჯგუფი „ქენდი“ 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალების გამარჯვებულები გახდნენ.
საბავშვო ევროფესტივალის წამყვანები კიმ ლიენი და ევოუთი იქნებიან.