თორნიკე გორდაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა

თორნიკე გორდაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე განაგრძობს ბრიუსელში სამუშაო შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში გორდაძე და მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდნენ.

შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ნატოს მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე საქართველოში.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს.

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრებიც.