დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამისა და მისი მეუღლის პრინცესა ქეითის სკანდალური ფოტოების ავტორი, ჟურნალისტი ვალერი სუო, ამ ფოტოების ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო გაოცებას ვერ მალავს.
თუ შიშველი პრინცი ჰარის ფოტოების ავტორი ლას ვეგასში ჟურნალისტებს დღესაც ემალება, მილდტონისა და უილიამის პაპარაცული ფოტოების ავტორი ფრანგი ვალერი სუო თავს დამნაშავედ არ თვლის და არც არავის ემალება.
როგორც სუო აღნიშნავს, გაოოცებულია იმ ფაქტით, რაც ამ ფოტოებს მოჰყვა, ის უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ქეითი სხვა ხალხთან ერთად ირუჯებოდა.
გარდა ამისა, მას როგორც ჟურნალისტს და ფოტოგრაფს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდა და არც არავის დაუშლია ფოტოების გადაღება, ამიტომ ის სრულიად მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს (უღებდა წყვილს).
„ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულეები, ზოგი ველოსიპედით სეირნობდა, მანდვე იყო დაცვის პერსონალი, ხელი არავის შეუშლია“-ამბობს ვალერი და დარწმუნებულია, რომ წყვილმა იცოდა, რომ მათ უღებდნენ, „თუ ამაში რამე პრობლემას ხედავდენენ თავისუფლად შეეძლოთ უფრო მოკრძალებულები ყოფილიყვნენ და სხეულის დემონსტრაციისათვის ეს ადგილი არ გამოეყენებინათ!“-ამბობს კოლეგებთან საუბარში ვალერი.
შეგახსენებთ, ფრანგულმა ჟურნალმა Closer, ქეითი მილდტონის უხერხული ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ფაქტმა სამეფო კარის გაღიზიანება გამოიწვია. იგივე ფოტოები დაიბეჭდა გუშინ იტალიურ გამოცემაშიც.
ფოტოების ნაწილი გდაღებულია სასახლის ტერასაზე, ნაწილი აუზში ბანაობისას სადაც პრინცესას შემთხვევით საცურაო კოსტიუმი გაეხსნა.
როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახმა გამოცემის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა.