„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში აქციის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ნებართვა მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში აქციის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ნებართვა მიიღო

პოლიტიკური  კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" 22 სექტემბერს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილი აქციის გამართვის თაობაზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ნებართვა უკვე მიიღო.

ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.   

„კოალიცია უამრავ მხარდამჭერს ელოდება და ზუგდიდის აქცია იქნება ახალი ეტაპის დასაწყიისი ქართულ რეალობაში“, - აღნიშნა ქვარაიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" აქცია ზუგდიდში 9 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა აქციის გამართვა, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განვითარებული მოვლენების გამო, ორი კვირით გადაიდო.