ქართველმა მამაკაცმა იტალიაში 13 წლის ბავშვი გაიტაცა. ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, გამტაცებელი უკვე დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მამაკაცი 38 წლისაა და ბავშვი იმ ოჯახიდან გაიტაცა, სადაც მისი მეუღლე ძიძად მუშაობდა.
შემთხვევა ფლორენციის ახლოს, ქალაქ ფუჩეს-კიოში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი ნასვამი იყო და იქამდე, სანამ ბავშვს გაიტაცებდა, მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა.
მოგვიანებით ის ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ. გამოძიება გატაცების ორ მოტივს - ფულის გამოძალვასა და ეჭვიანობას განიხილავს