„შემოდგომის თბილისი 2012“  სიმფონიური ორკესტრის კონცერტით

„შემოდგომის თბილისი 2012“ სიმფონიური ორკესტრის კონცერტით

დღეს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ფესტივალის „შემოდგომის თბილისი 2012“-ის  ფარგლებში კონცერტს გამართავს.

დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ეთერ ანჯაფარიძე (ფორტეპიანო). პროგრამაშია: ჩაიკოვსკი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #1 და სტრავინსკი - სუიტა ბალეტიდან "პეტრუშკა".

ფესტივალის ორგანიზატორი და პროექტის ხელმძღვანელია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, პრეზიდენტი - ვახტანგ კახიძე. „შემოდგომის თბილისი" პირველად ჩატარდა 1993 წელს, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით.

ფესტივალი 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, კონცერტებს გამართავს, ისრაელის კამერული ორკესტერი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის გუნდი. წარმოდგენილი იქნება: ბრამსი, ელგარი, რაველი, დდებიუსი მოცარტი და ა.შ.