სასტუმრო „ამბასადორში“ ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი მოსამზადებელი კომიტეტის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ირაკლი დავითაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანს საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის 2010 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების მონიტორინგი წარმოადგენს.
შეთანხმება საქართველოს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ გამფორმდა.
„თითქმის ორი წელი გავიდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ჩვენ გვქონდა დრო, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეგვესრულებინა. შესაბამისად, კომიტეტის დღევანდელი სხდომა განიხილავს მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. ასევე ევროკავშირი წარმოადგენს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რათა საქართველოს სამოქალაქო ავიაცია კიდევ უფრო ინტეგრირებული გახდეს ევროპულ სტრუქტურაში“, - განაცხადა დავითაძემ.
როგორც დავითაძე აღნიშნავს, ერთობლივი მოსამზადებელი კომიტეტის პირველი შეხვედრა ძირითადად სააგენტოს მიერ საავიაციო სფეროში გატარებული რეფომრებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მოსმენას დაეთმობა, ასევე განიხილავენ ტექნიკური დახმარების ფარგლებში პროექტების მუშაობის შედეგებს.