ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მურმან დუმბაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ბარამიძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ დუმბაძემ გუშინ, არჩევნებამდე 14 დღით ადრე, ბათუმში, ბონის კულტურის სახლში კოალიცია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.
„გიორგი ბარამიძეს ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერი ფორმატის გადაცემაში ვიწვევ დებატებში“ - განაცხადა დუმბაძემ.
მურმან დუმბაძემ ადგილობრივებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნო და შეახსენა, რომ ბევრი მათგანი, მათ შორის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის ყოფილი გამგებლები და ამჟამად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე, ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე, ასლან აბაშიძის დროს მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან ეს რიგით 220-ე შეხვედრაა.