საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს სტუმრობდა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალი სასწავლო წლის დაწყება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა. მან თელავის მე-4 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა.
„ეს წელი კახეთის წელიწადად გამოვაცხადე. ფასადები კარგია, გზები კარგია, ახალი შენობები კარგია, მაგრამ მთავარია განათლება და ჯანდაცვა. ამიტომ კახეთში ყველა სკოლა ასეთი იქნება. საავადმყოფოებიც მაგარი შენდება და პოლიკლინიკებიც. მარტო წინა ფასადები კი არ არის ლამაზი, შიგნითაც შემოვიდა სილამაზე. მთავარი სილამაზე თქვენ ხართ, ბავშვებო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს დაახლოებით, 700-800 სკოლა იქნება რეაბილიტირებული.