ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია რუსეთის სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“ -ს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად აფასებს.
მალაშხიას განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში თავისი ნააზრები ვერ განახორციელა და აღნიშნა, რომ თავისი ზრახვების განხორციელებისთვის მცდელობა მუდმივად ექნება.
„საბჭოთა მენტალიტეტის რუსეთმა თავისი ნააზრები ბოლომდე ვერ განახორციელა. ეს იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მათ ცენტრალური ხელისუფლების დამხობა და ოკუპაციის გაფორმება ვერ მოახერხეს. ამიტომ, მას მუდმივი ექნება მცდელობა, ეს ხელახლა განახორციელოს, თუმცა დღეს, აქ ევროკავშირის დამკვირვებლების დიდი რაოდენობაა, ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ საკითხისადმი მუდმივ მეთვალყურეობას იჩენენ. ამასთან ერთად, რუსეთს ქვეყნის შიგნით პრობლემებიდან გამომდინარე, ამის რეალური შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა სურვილი აქვს და ამისთვის პოლიტიკური პარტიებიც ჰყავს, რომლების იმედზეც არიან. აქვთ იმედი, რომ ისინი საქართველოში არეულობას გამოიწვევენ და ამას ის შედეგი მოჰყვება, რაზეც რუსეთი ოცნებობს, მაგრამ ამის შესაძლებლობას მათ არც საქართველოს ხელისუფლება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მისცემს. საქართველოში რუსულ ოცნებას განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა მალაშხიამ.
ცნობისთვის, რუსეთი დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, „კავკასია 2012“-ს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში სწავლების პირველ ეტაპს პირადად დააკვირდება.
მანევრებს დააკვირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც.
წვრთნები რუსეთის სამხრეთით გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 8000 სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, 100 საარტილერიო დანადგარი