მიკი რურკმა 60 წლის იუბილე აღნიშნა. უცნაურია, თუმცა დიდების ხეივანში მიკი რურკის ვარსკვლავი სულ ცოტა ხნის წინ, გაიხსნა.
მიკის დაბადების თარიღი დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა ითვლება, რომ ის 1952 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მიკი ირლანდიულ ოჯახში გაიზარდა, დაამთავრა უმაღლესი სკოლა და მაიამში, Boys Club-ში თავდაცვის კურსები გაიარა.
როცა ის, 6 წლის გახდა , მშობლები გაიყარნენ . დედა ბავშვებთან ერთად ფლორიდაში გადავიდა და ხელახლა დაქორწინდა. მიკი მამინაცვალთან ერთად ქუჩაში გავიდა და ურთეირთობდა, ნარკომანებთან, ნარკოდილერებთან და სუტენიორებთან.
„ის ძალიან ცუდი ადამიანი იყო. შეეძლო ნებისმიერი საქმისთვის გამოვეყენებინე. ძალიან ძლიერი იყო. მე მძულდა ის ნაბიჭვარი, რადგან დედაჩემს სცემდა. ერთი სული გვქონდა მისი ტყვეობისგან დაგვეღწია თავი. ძალიან გვეშინოდა.“-იხსენებს მსახიობი.
12 წლის მიკიმ, ანდრე რურკის სახელით პირველად მოიგო ბრძოლა კრივში. 1969 წელს ის ლუის როდრიგესთან, კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან იწყებს თანამშრომლობას. 20 გამარჯვების, 6 ტრამვისა და 17 ნოკაუნტის შემდეგ 19 წლის რუკმა ტვინის უძლიერესი შერყევა მიიღო და კრივიდან დროებით წამოვიდა.
შემდეგ მან, ერთ-ერთი, კოლეჯის სცენაზე მონაწილეობა მიიღო პატარა სპექტაკლში. სწორედ ამ როლის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი უფროსი დისგან პეტისგან 400 დოლარის ოდენობის ვალი აეღო, ნიუ-იორკში წასულიყო და სამსახიობო კარიერა დაეწყო. ასეც მოიქცა. ის მაშინათვე სამსახიობო სტუდიაში ჩაეწერა. სწავლის პარალელურად მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მუშაობდა ტრანსვესტიტების ბარის დაცვაში, ყიდდა წაბლს ცენტრალურ პარკში, ასუფთავებდა ბასეინებს, რეცხავდა იატაკს, წვრთნიდა და ასეირნებდა ძაღლებს. შეგროვილი ფულით კი სწავლის გადასახადს იხდიდა. ოთახი გრევიჩ ვილიჯში, ჭუჭყიანი ოტელში ჰქონდა ნაქირავები, იკვებებოდა ჩიფსებით, არ ჰყავდა მეგობრები.
ერთხელაც სამსახიობო სტუდიის რეპეტიციას რეჟისორი ლოურენს კაზდანი დაესწრო. ოდნავ მოგვიანებით, მან რურკს პატარა როლი ათამაშა ფილმში „Body Heat“.
კაზდანი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა მსახიობის თამაშით. თუმცა ამ როლს მიკისთვის წარმატება არ მოუტანია. მალე ის ლოს–ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად. მისი გადაღება კარგა ხანი არავის სურდა.
ბოლოს სპილბერგი გამოჩნდა და ფილმში „1941“ ის სტატისტის სახით გადაიღო. ამას მოჰყვა რამდენიმე ეპიზოდური როლი და ბოლოს მთავარი როლი ფილმში „რაუტების ოჯახის საქმე“.
სპილბერგის შემდეგ რურკი თანამშორმლობს ფრენცის ფორდ კოპოლასთან ფილმში „Rumble Fish“.
ფილმმა „Nine 1/2 Weeks“ მიკი 80–ნი წლების სექს–სიმბოლოდ აქცია. მან მომანტალურად დაიპყრო მსოფლიოს ცნობილი ჟურნალების გარეკანები.
1987 წელს რურკი თამაშობს ალან პარკერის მისტიკურ დეტექტივ-ტრილერში „Angel Heart“. ამ ფილმში პარკერმა შეძლო შესანიშნავი მსახიობის ნიჭის ჩვენება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარი ანგელოზი – მიკის საუკეთესო როლია. ამ ფილმმა დაამტკიცა, რომ მიკი იმ მსახიობების რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც საჭიროა კარგი რეჟისორი და მასალა. იმავე 1989 წელს იტალიელი ლილიანა კავანის ფილმით, - „Francesco“ – მიკი რურკის პოპულარობა მწვერვალს აღწევს.
მიკის სიყვარულში არც ერთხელ არ გაუმართლა. ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, ნამდვილი სიყვარული მას „ველური ორქიდეის“ სინჯებზე ეწვია მოდელი კერი ოსტის სახით. მათ შორის, ასაკობრივი სხვაობა 20 წელი იყო. მიუხედავად ამისა, ისინი მალევე დაქორწინდნენ. მაგრამ მიკისთან ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ის ცემდა ცოლს და ბოლოს და ბოლოს კერიმ ის მიატოვა. ისევ რთული პერიოდი დაუდგა მიკის. მისი კინონამუშევრებიდან გაქრა ძველებური შარმი. იმ დროს მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში : „Bullet“, „Double Team“, „Buffalo '66', „Thursday“, „Animal Factory“ . მალე ის სულ წავიდა კინოდან. ფული დაუმთავრდა და პრაქტიკულად მაწანწალად იქცა. ჩვეულებრივ ტრეილერში ცხოვრობდა. მთელ დღეები სმაში, გამვლელებთან ხელჩართულ ჩხუბებში და დამაშვიდებელი წამლების მიღებაში გადიოდა.
ერთ მშვენიერ დღეს მიკი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა. კინოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა, პარიზში ჩავიდა და შემთხვევით შეხვდა რეჟისორს ან გურსოს. რომელმაც მას სრულიად მოულოდნელად შესთავაზა, ერთობლივი პროექტზე „სექტემბერზე“ მუშაობა. ეს პროექტი დიდი ხნის განმავლობაში რომან პოლანსკის მაგიდაზე უმოქმედოდ იდო. რურკიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და წინადადებას მაშინვე დასთანხმდა.
ამ ყველაფრის პარალელურად არსებობდა ერთი დიდი პრობლემა, მსახიობის სახის სახით, რომელიც მან სინამდვილეში დაკარგა. სასტიკი ბრძოლების დროს პროფესიონალურ რინგზე მას არაერთხელ გაუტეხეს ყბა, ცხვირი და მთლიანი სახის ძვლები. მას არც კი ახსოვს, რამდენჯერ იყო პლასტიკური ქირურგის ქირურგიულ მაგიდაზე... სახის აღდგენის ოპერაცია, რვა საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა მიკი რურკის ცნობილი ღიმილი სამუდამოდ დარჩა წარსულში, ექიმებმა მხოლოდ ნიღბის მსგავსი სახის შექმნა შეძლეს...ის ახლასაშინლადგამოიყურება. ვარსკვლავიპაპარაცებმაცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკშიშენიშნეს. "9 1/2 კვირის" ვარსკვლავმააღიარა, რომპლასტიკურმაქირურგიამმისსახესსავალალოზიანიმიაყენა.