ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,  ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.  

„მინდა ყველა მოსწავლეს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და კარგად სწავლა ვუსურვო. ასევე,  მინდა ეს დღე პედაგოგებს მივულოცო და ვუსურვო, რომ ყველა პირობა ჰქონდეთ შექმნილი იმისათვის,  რათა თავიანთი მისია ბოლომდე შეესრულებინოთ. სწორედ მათზეა დამოკიდებული,  თუ როგორი შვილები გვეყოლება ჩვენ“,  - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო.