არეშიძე: „ქართული ოცნება“  გარდაბანში მსხვილი მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას აპირებს

არეშიძე: „ქართული ოცნება“ გარდაბანში მსხვილი მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას აპირებს

დღეს საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე სოფელ სააკაძის მოსახლეობას შეხვდა.  ადგილობრივები სოფლის ყველაზე დიდ პრობლემად სასმელი წყლის უქონლობას  და მასიურ უმუშევრობას მიიჩნევენ. სოფელ სააკაძეში შარშან დაიხურა სკოლა და ბაგა-ბაღი, რის გამოც ბავშვები მარტყოფისა და ვაზიანის სკოლებში დაჰყავთ.

„საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე მსხვილი მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას აპირებს. აშენდება აფთიაქები და სამედიცინო ამბულატორიები, რომლებიც აჭიღურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ყველა სოფელს ექნება სკოლა და ბაგა-ბაღი. უმოკლეს ვადაში გადავჭრით სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემასაც - განუცხადა სოფელ სააკაძის მაცხოვრებლებს მამუკა არეშიძემ.