17-20 სექტემბერს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოწვევით,გერმანიის ბუნდესტაგისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ედუარდ ლინტნერი, გაბრიელა შტაუნერი, დიმოს კათიდისი, მარკუს ლინტნერი, ელადა მაცუკატიდუ და სამირა ისმაილოვა საქართველოს ეწვევიან.
პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა. მათ შორის:
„შეხვედრა მოძრაობის სათაო ოფისში, საქართველოში გერმანიის საელჩოში, საქართველოს პარლამენტში, ქვემო ქართლის გუბერნიაში, გერმანულ სახლში და ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ დიასპორასთან“, - აღნიშნავენ პარტიაში.
ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო "ძველ თბილისში" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მედიატორობით გაიმართება კონფერენცია - "საქართველო და რთული გზა ევროპაში", რომელსაც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან