მუსლიმთა პროტესტმა ავსტრალიაშიც გადაინაცვლა

მუსლიმთა პროტესტმა ავსტრალიაშიც გადაინაცვლა

ფილმ „ისლამის უცოდველობის“ შემდეგ არაბულ სამყაროში დაწყებულმა პროტესტმა, ავსტრალიაშიც გადაინაცვლა.

სიდნეიში შეტაკება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის. მათ პოლიციას ქვებისა და ხის ჯოხების სროლა დაუწყეს, პოლიცია კი იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი და ძაღლები გამოეყენებინა. 

შეტაკებამ რამდენიმე საათი გასტანა. დაშავდა ექვსი პოლიციელი, 2 მათგანი მძიმე მდგომარეობით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

დემონსტრანტთა შორის 17 დაშავებული და დაკბენილია.