„უცოდველი ისლამის“ ერთ-ერთ ორგანიზატორს ჰკითხავენ

„უცოდველი ისლამის“ ერთ-ერთ ორგანიზატორს ჰკითხავენ

ფილმის „უცოდველი ისლამის“, რომელმაც მსხვერპლი და დიდი არეულობა გამოიწვია აღმოსავლეთ ქვეყნებში ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი ნაკულა ბასილ ნაკულა კალიფორნიის შტატში ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობის ბრალდებით, დაკითხვაზე წაიყვანეს. ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ნაკულა, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქრისტიან-კოპტების ორგანიზაციის წარმომადგენლეია, ადრე უკვე გასამართლებული იყო ფინანსური მაქინაციებისთვის. მას ბრალად ედება ამ ფილმისთვის ორგანიზაციის გაკეთება.

„მას ფედერალური სამსახური დაჰკითხავს, რომელიც  პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს“,-განუცხადა ჟურნალისტებს  ლოს-ანჯელესის შერიფის მოადგილემ სტივ უიტმორმა.

ნაკულა არ უარჰყოფს, რომ ის ფილმის ლოჯისტიკისა და ორგანიზების პრობლემების მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ფილმის რეჟისორთან ნაცნობობას უარჰყოფს. სემ ბეისილის, რომელიც ფილმის რეჟისორად სახელდება, სახელის უკან, რეალურად ვინ დგას, ჯერჯერობით უცნობია.