ცნობილი ირლანდიელი მომღერლის კრის დე ბურგის ქალიშვილი როსანა ეროტიული ჟურნალი „Playboy“-თვის გაშიშვლდა. მან მონაწილეობა მიიღო გერმანული გამოცემის ოქტომბრის ნომრის ფოტოსეიაში, სადაც მხოლოდ საცურაო კოსტიუმის ქვედა ნაწილით პოზირებს.
„როსანა მიმზიდველი, სექსუალური გოგონაა, რომელიც ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ ჟურნალის გარეკანს, მაგრამ მსოფლიო დონის მომღერალი კრისი, თავის ქალიშვილს სიმღერას, რომ უძღვნიდა დარწმუნებული ვარ, სულაც არ ოცნებობდა, რომ როსანა მსოფლიოს სკანდალებით გაეცნო. მიუხედავად ამისა ის, დღეს როგორც შეგნებული მამა, შვილის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს“-ამბობს დე ბურგების ოჯახის მეგობარი.
„გადაღებების დროს ძალიან გავერთე, საინტერესო იყო ჩემი „ბოიფრენდი“ ვესი და მთელი ჩემი ოჯახი, მათ შორის მამა, გადაწყვეტილების მიღების დღიდანვე ჩემს გვერდით იდგნენ“- აცხადებს „მის მსოფლიო 2003“-ის ტიტულის მფლობელი როსანა დე ბურგი.