თინა ხიდაშელი სოფელ კაკაბეთს კიდევ ერთხელ ეწვია

თინა ხიდაშელი სოფელ კაკაბეთს კიდევ ერთხელ ეწვია

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი სოფელ კაკაბეთს კიდევ ერთხელ ეწვია.

პარტიის ცნობით, სოფელ კაკაბეთის მოსახლეობასსტიქიით მიყენებული ზარალი აწუხებს. ასევე, სოფელში პრობლემას წარმოადგენს წყლის მიწოდება და საჯარო სკოლა.

ხიდაშელი ამომრჩეველს კოალიციის კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრა, რომელიც გამარჯვების შემდეგ სოფლის განვითარებასა და მათი პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

“ამასთან ბიძინა ივანიშვილი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი 80 მილიონი ლარის განაწილებას დაიწყებს“, - განაცხადა ხიდაშელმა და მათ დახმარებას დაპირდა.