"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი 26 სექტემბერს საზოგადოებას თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ამ დღეს ქართველი ხალხის ბრძოლისა და გამარჯვების ეროვნული გეგმა გაცხადება.
„მივმართავთ საზოგადოების ოქროს ნაწილს, ვინც ვერ დააშინეს, ვინც ვერ იყიდეს, ვისთვისაც ეროვნულობა და სოციალური სამართლიანობა ძვირფასია, შევიკრიბოთ 26 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში – მომავლის ყრილობაზე! ეს იქნება უღალატო ლაშქრის შეკრება, სადაც ქართველი ხალხის ბრძოლისა და გამარჯვების ეროვნული გეგმა გაცხადება", - ნათქვამია მიმართვაში.