სუდანში ამერიკის საელჩოს უსაფრთხოებას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადებული საზღვაო ოფიცრები დაიცავენ. ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივი პოლიცია იძულებული გახდა იმ სუდანელებისთვის გაეხსნა ცეცხლი, რომლებიც საელჩოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შეღწევას ცდილობდნენ.
თეთრი სახლის განცხადებით, საზღვაო ოფიცრები გააგზავნეს ლიბიასა და იემენში, სადაც ასევე გრძელდება თავდასხმების მცდელობები ამერიკის საელჩოებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, რომელშიც ამერიკული ორგანიზაციებია განლაგებული.