„ მემარჯვენეები“ სასკოლო წიგნების ფასებს აპროტესტებენ

„ მემარჯვენეები“ სასკოლო წიგნების ფასებს აპროტესტებენ

„ახალი მემარჯვენეების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ ბორცვაძემ დღეს სკოლის შენობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც სასკოლო წიგნების ფასები გააპროტეტა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ერთი თვის განმავლობაში წინასაარჩევნოდ დარიგდა რევოლუციის შემდგომი არქიტექტურის შესახებ მაღალ პოლიგრაფიული ხარისხის წიგნები, რომელიც, მისი ხარისხიდან გამომდინარე, სასკოლო წიგნზე მეტი დაჯდებოდა.

ბორცვაძის განცხადებითვე,  დაბეჭდილია 500 ათასზე მეტი წიგნი, მაშინ, როდესაც სასწავლოდ განკუთვილი წიგნებში მშობლებს ფულის გადახდა ისევ უწევთ.

„დასანანია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, იმის ნაცვლად, რომ სასკოლო წიგნები უფასო ყოფილიყო მოსწავლეებისათვის, არჩია რევოლუციის შემდგომი არქიტექტურის შესახებ წიგნების დაბეჭვდაში გადაეხადა მილიონობით ლარი და ეს პიარისთვის გამოეყენებინა. დღეს ათობით ათას ოჯახს სჭირდებოდა არა არქიტექტურის შესახებ წიგნის დარიგება, არამად სასწავლო წიგნების, რომელიც ბევრი ოჯახისთვის კიდევ ხელმიუწვდომელი რჩება" - განაცხადა იოსებ ბორცვაძემ.