ირაკლი ალასანია: სახელმწიფოს დევნილების მიმართ, სწორი ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა  ჰქონდეს

ირაკლი ალასანია: სახელმწიფოს დევნილების მიმართ, სწორი ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებით არიან დაინტერესებულნი.

ალასანიას  განცხადებით, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას და საომარი ძალების გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.

„დღეს შედგა ძალიან შინაარსიანი, საინტერესო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ორგანიზაციაში, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვინც  დევნილ საზოგადოებასთან და ქართული-აფხაზური ურთიერთობების, ქართულ- აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობს.  ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენ ხედვებზე,  კონფლიქტების დარეგულირების „ქართული ოცნების“ ხედვაზე და  დევნილებთან მიმართებაში დამოკიდებულებაზე. სახელმწიფოს დევნილების მიმართ  სწორი ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა  გვქონდეს. მე დავთანხმდი და იმედი მაქვს,  ჩემი ოპონენტიც დათანხმდება ამ შეთავაზებას“, - განაცხადა ალასანიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით,  დევნილებისთვის საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, რათა მათი უფლებები იყოს დაცული.

ორგანიზაციის განცხადებით, შეხვედრა იგეგმება, ასევე, მმართველ პარტიასთან  და „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასთან“.

როგორც კავკასიური დიალოგის  ქსელი „სინერგიას“ წევრმა მარინა ფაღავამ განაცხადა, ეს პროექტი, რომელსაც  „საჭირო საქმე საჭირო დროს,  დევნილთა ინტერსების დაცვა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია,  დასავლეთ აღმოსავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა „იმოქმედე ეხლას ფარგლებშია“ დაფინანსებული.