ფილიპ დიმიტროვი: თუ კანონს მმართველი პარტია დაარღვევს, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა

ფილიპ დიმიტროვი: თუ კანონს მმართველი პარტია დაარღვევს, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე“ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ,  არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევა, არჩევნების იმიჯს ძირს გამოუთხრის.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ,  არჩევნების დღეს ნებისმიერი პარტია მსგავს აქტივობას გამოავლენს, ამან შესაძლოა,  არჩევნების რეპუტაცია სერიოზულად შეარყიოს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი დემოკრატიულ პროცესს ცუდ დღეში ჩააგდებს.

„არსებობს რისკები - თუ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდება,  ეს არჩევნების იმიჯს ძირს გამოუთხრის“,  - განაცხადა მან და დასძინა,  რომ თუ კანონს მმართველი პარტია დაარღვევს, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა.

დიმიტროვი იმედოვნებს,  რომ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ექნება.