დღეს გაეროს ახალი წარმომადგენელი სირიის საკითხებში ლახდარ ბრაჰიმი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება. ალჟირელი დიპლომატი შეეცდება ბოლო მოუღოს რამდენიმეთვიან სამოქალაქო ომს სირიაში. ბრაჰიმი დამასკოში გუშინ ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალიდ მუალემსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ეს ლახდარ ბრაჰიმის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა. გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის წინა წარმომადგენლი კოფი ანანი იძულებული გახდა პოსტი მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც მისი სამშვიდობო გეგმა ჩავარდა.