„ქართული ოცნება“ საბურთალოს ოლქში გამონაკლის შემთხვევაში გასახსნელი უბნების საკითხს გააპროტესტებს

„ქართული ოცნება“ საბურთალოს ოლქში გამონაკლის შემთხვევაში გასახსნელი უბნების საკითხს გააპროტესტებს

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" წარმომადგენელი, თამარ გიორგაძე დღევანდელ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამონაკლის შემთხვევაში გასახსნელი უბნების საკითხს გააპროტესტებს.

მისი განმარტებით, ის სხდომაზე მოითხოვს კომისიამ დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე შეიძლება გაიხსნას გამონაკლის შემთხვევებში გასახსნელი უბნები საბურთალოს საარჩევნო ოლქში. გიორგაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექის 23-ე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად აღნიშნული უბნების გახსნის შესახებ მოთხოვნა არ ყოფილა.

„საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო უწყების ხელმძღვანელების დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეიძლება გაიხსნას გამონაკლის შემთხვევაში შესაქმნელი უბნები საარჩევნო ოლქში", - აღნიშნავს გიორგაძე.

სხდომა საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.