ზაზა გაბუნიამ ფონიჭალა-ისნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტის პრეზენტაცია გამართა

ზაზა გაბუნიამ ფონიჭალა-ისნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტის პრეზენტაცია გამართა

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ დღეს ფონიჭალა-ისნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

როგორც ქდმ-ს დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, ზემო და ქვემო ფონიჭალის მცხოვრებთ ძალიან დიდი მანძილის გავლა უწევთ იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრს, ან თბილისის მეორე ნაწილს დაუკავშირდნენ.

ამიტომ გაბუნიას თქმით, მისი პროექტი თავისი დიზაინით და ფორმით სრულად ესადაგება ადგილს, სადაც ის განთავსდება.

„რაც მთავარია, ეს ხიდი ზემო და ქვედა ფონიჭალაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ფუნქციურად უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ამ ხიდის აშენების შემდეგ მოსახლეობას თბილისის დანარჩენ ნაწილთან დასაკავშირებლად ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე ჩასვლა აღარ მოუწევს", - განაცხადა გაბუნიამ.