საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავცრელა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს აღნიშნულ თავდასხმებს.
როგორც საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად უნდა დაგმოს.
„ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის მისიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მიმდინარე ძალადობა მიანიშნებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეუხებლობის დარღვევის საგანგაშო ტენდენციაზე, რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსათვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე სუდანში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მკაცრად გმობს.