დღეს, სამ ქართულ თეატრში აახალი სეზონის გახსნა და რამდენიმე პრემიერა გაიმართება. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე 134-ე სეზონი რეჟისორ გიორგი თავაძის ერთმოქმედებიანი კომედიის პრემიერით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ტომ სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, გელა თავბერიძე, ნინო კასრაძე, ირაკლი სანაია, ბექა სონღულაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი და ლევან ხურცია.
ასევე პრემიერით ხსნის სეზონს „თავისუფალი თეატრი“. დღეს ამ თეატრში მისული მაყურებელი ამერიკელი დრამატურგის რიჩარდ ნეშის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლს „წვიმის გამყიდველი“ -იხილავს. უფროს მაყურებელს შესაძლოა ახსოვდეს ამ პიესის მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმიც, რომელშიაც მთავარ როლს ქეთრინ ქემბერნი ასრულებდა.
პიესა მელოდრამატული ჟანრისაა, ის უკვე 50 წელზე მეტია საოცარი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
სპექტაკლის რეჟისორია ნუგზარ ლორთქიფანიძე; როლებს კი „თავისუფალი თეატრის“ წამყვანი მსახიობები, ქეთა ლორთქიფანიძე, სანდრო მარგალიტაშვილი, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე და შაკო მირიანაშვილი ასრულებენ.
დღეს, სეზონი იხსნება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში. ბათუმი 134-ე თეატრალური სეზონს იწყებს სპექტაკლით „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“.
სპექტაკლის რეჟისორი ასევე, გიორგი თავაძეა. მონაწილეობენ მსახიობები: მამუკა მანჯგალაძე, ტიტე კომახიძე, რამაზ იოსელიანი და ზაზა ზოიძე.
სპექტაკლის პრემიერა 2011 წლის 12 ივნისს გაიმართა