თალიბები ავღანეთში მდებარე „კემპ ბასტიონის“ ბაზას დაეხნენ თავს, სადაც ბრიტანეთის პრინცი ჰარი სამსახურს გადის. თალიბების განცხადებით, მათ ეს თავდასხმა ამერიკაში გადაღებული ფილმის გამო განახორციელეს.
BBC-ის ინფორმაციით, თალიბების თავდასხმის შემდეგ, გარდაიცვალა ორი ამერიკელი მეზღვაური. „კემპ ბასტიონის“ ბაზაზე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ.