კოალიცია "ქართული ოცნების" მორიგი, რიგით მეათე აქცია დღეს ახალციხეში გაიმართება. კოალიციის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს იქნება ბოლოს წინა მანიფესტაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" რეგიონებში ჩაატარებს .
„ბოლოს კი 29 სექტემბერს გრანდიოზული მანიფესტაციით დავასრულებთ თბილისში. ამით ჩვენ შევასრულებთ ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას, რომ ჩავიდოდით ყველა რეგიონში და ყველგან მივიტანდით ჩვენს სათქმელს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერის თქმით, აქციისთვის სამზადისი პროცესი ეხლაც მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ 17:00 საათისთვის ის ორგანიზებულად ჩატარდება.
„აქამდე ჩატარებული აქციები ყველა მშვიდობიანად ჩატარდა, ყველა იყო კარგად ორგანიზებული და იმედი გვაქვს, რომ ასეთი იქნება დღევანდელიც“, - აღნიშნა მან.
აქცია 17:00 საათზე დაიწყება. კოალიციამ აქცია უკვე გამართა თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში ბათუმში და ამბროლაურში.